ევროპის ლიგაზე “სამტრედიას” მეტოქე გაირკვა. შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფა-ს ოფისში, ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა მიმდინარეობს.
სულ პირველ და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე 121 გუნდი ითამაშებს. პირველი ეტაპის მატჩები 12 და 19 ივლისს გაიმართება, ხოლო მეორე – 26 ივლისს და 2 აგვისტოს.
“სამტრედიას” შესაძლო მეტოქეებიდან (“მარიბორი” (სლოვენია), “ტრენჩინი” (სლოვაკეთი), “ვიტორული” (რუმინეთი), “ნეფთჩი” (აზერბაიჯანი), “ტობოლი” (ყაზახეთი) ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, ყაზახური „ტობოლი“ შეხვდა.
ამ გუნდში საქართველოს ნაკრების ორი ნახევარმცველი თამაშობს – კაპიტანი ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი. პირველ შეხვედრას “სამტრედია” უმასპინძლებს, ხოლო მეორე კოსტანაიში გაიმართება.