„სამტრედია“ გია ცეცაძემ ჩაიბარა
„სამტრედია“ გია ცეცაძემ ჩაიბარა

ეროვნული ლიგის გუნდი „სამტრედია“ გია ცეცაძემ ჩაიბარა. გამოცდილმა მწვრთნელმა კონტრაქტის პირობები უკვე შეათანხმა და დღეს გუნდს სავარჯიშოდ გაიყვანს.

გია ცეცაძე ბოლოს უკრაინის პრემიერლიგის „ლვოვში“ მუშაობდა, რომელიც ოქტომბერში დატოვა და მას შემდეგ უგუნდოდ იყო.

გამოცდილი 46 წლის მწვრთნელი წვრთნიდა საქართველოს 19 და 21-წლამდელთა ნაკრებებს, უმუშავია „ოლიმპში“, „საბურთალოში“, „ლოკომოტივში“, გორის „დილაში“, „სამტრედიაში“ და ყველა გუნდს საკუთარი ხელწერა დაატყო.

მისი ხელმძღვანელობით საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები 2013 წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა. გია ცეცაძეს ბევრი ცნობილი მოთამაშე გაუზრდია. ამავე დროს, კახა ცხადაძის დროს იყო ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი. 2016 წელს „სამტრედიამ“ თავის არსებობის ისტორიაში საქართველოს ჩემპიონის ტიტული სწორედ ცეცაძის ხელმძღვანელობით მოიპოვა.