„სამტრედია“ ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
„სამტრედია“ ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა

„სამტრედიამ“ ბოლნისის „სიონი“ ორმატჩიან პლეი ოფში დამაჯერებლად დაამარცხა და ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა.

კახა კჭარავას გაწვრთნილებმა პირველი შეხვედრა ბოლნისში ფრედ, 0:0 დაასრულეს. ეს განმეორებით მატჩამდე მცირე უპირატესობა იყო, რომელიც სამტრედიელებმა გამოიყენეს.

მასპინძლებმა უპირატესობა მოიპოვეს და პირველ ტაიმში ორი ბურთით დაწინაურდნენ, ხოლო მეორე ტაიმში „სიონის” კარი კიდევ ორჯერ აიღეს.

გამარჯვებულებიდან თავი გამოიჩინეს ვარლამ კილასონიამ (32), გურამ სამუშიამ (64) და ნიჯატ ყურბანოვმა (38, 71), რომელმაც დუბლი შეასრულა. ბოლნისელებმა კი მხოლოდ ერთი ბურთი გაიტანეს, როდესაც ანგარიში 4:0 იყო – ერთადერთი გოლის ავტორი ჯაბა უგულავაა (77).

„სამტრედიამ“ მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა 4:1, ორმატჩიანი პლეი ოფის შეხვედრების ჯამში 4:1 გაიმარჯვა და ეროვნულ ლიგაში ერთწლიანი შესვენების შემდეგ დაბრუნდა.