გორის „დილამ“ „სამტრედიას“ უმასპინძლა, დიდი ანგარიშით დაამარცხა და პლეი-აუტიდან თავის დაძვრენის თეორიული შანსიც წაართვა.
გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ანგარიში 61-ე წუთზე „დილას“ ნახევარმცველმა ლევან ნონიკაშვილმა ეფექტური გოლით გახსნა. 80-ე წუთზე ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ლეანდრო რიბეირომ მასპინძელთა უპირატესობა გაზარდა, ხოლო 90+1-ე წუთზე მიკოლა კოვტალიუკმა „სამტრედიას“ კარის ბადე მესამედ შეარხია და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:0 „დილას“ სასარგებლოდ.
კოვტალიუკმა 18 გოლი გაიტანა და ლიგის ბომბარდირ გიორგი გაბედავასთან (20 გოლი) ჩამორჩენა შეამცირა. „დილამ“ 56 ქულა დააგროვა და მეხუთე ადგილზეა. ხოლო „სამტრედიას“ 21 ქულა დარჩა და მეშვიდე ადგილზე მოხვედრისა და ეროვნულ ლიგაში პლეი-აუტში თამაშის გარეშე დარჩენის თეორიული შანსიც დაკარგა. გუნდი ჯერ კიდე გავარდნის საფრთხის წინაშეა, კარგ შემთხვევში კი პლეი-აუტში მოხვდება.