საფეხბურთო კლუბმა “სამტრედიამ” სატრანსფერო სიახლეები ოფიციალურად გაასაჯაროვა.
კლუბის განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის გამო, “სამტრედიას” რიგებს გამოაკლდნენ გიორგი დათუნაიშვილი, ნიკოლოზ საბანაძე, დავით ჯიქია, დავით მთივლიშვილი, ნიკოლოზ სანდოხაძე, ჯემალ გოგიაშვილი, გიული მანჯგალაძე, დავით რაჟამაშვილი, გურამ სამუშია, თეიმურაზ მარკოზაშვილი, ლაშა კასრაძე, გიორგი მჭედლიშვილი და ბაკარ ბალდე.
”სამტრედიას” ძველი შემადგენლობიდან დარჩნენ ომარ მიგინეიშვილი, რომელიც კაპიტნის სამკლავურს მოირგებს, ოლაიტან მაიკლი, ანტე გიი, ანრი ნდონგი, გიორგი ახალაძე, ვალერ ოლხოვი, ილია სტურუა და ოთარ სტურუა.
გუნდში ჯერ შვიდი ახალწვეულია. “სამტრედიას” ღირსებას დაიცავენ გიორგი ერისთავი, შოთა კერძევაძე, რომანი ჩაჩუა, გიორგი განუგრავა, საბა აღდგომელაშვილი, ვაკო ბაჩიაშვილი და დავით კირკიტაძე.
”სამტერდიას” ადმინისტრაციის ცნობით, კლუბს მალე ოთხი ლეგიონერი და რამდენიმე ქართველი ფეხბურთელი შეუერთდება.