სამქულიანების წვიმა ლებრონისგან და „ლეიკერსის“ შთამბეჭდავი გამარჯვება „სან ანტონიოსთან“ (ვიდეო)
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის ოთხი შეხვედრა გაიმართა. „ლოს-ანჯელეს ლეიკერსმა“ „სტეიპლს ცენტრში“ „სან ანტონიოს“ უმასპინძლა და დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა (129-102).
მორიგი ბრწყინვალე მატჩი გამართა ლებრონ ჯეიმსმა. „ლეიკერსის“ ლიდერმა მეოთხე პერიოდში სამწუთიან მონაკვეთში ზედიზედ ხუთი სამქულიანი ჩააგდო. საბოლოოდ ჯეიმსის ანგარიშზე 36 ქულა, 7 მოხსნა და 9 პასია. დევისმა მატჩი 18 ქულით დაასრულა. 18 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. ასევე ორმაგი დუბლი ჰქონდა დვაიტ ჰოვარდს (12 ქულა 11 მოხსნა).
„სან ანტონიოს“ რიგებში ყველაზე მეტი 28 ქულა დემარ დეროუზანმა დააგროვა
ნიუ ორლეანი – მილუოკი 108-120
ჰიუსტონი – შარლოტი 125-110
დენვერი – პორტლენდი 127-99