სამქულიანების კონკურსი ბადი ჰილდმა მოიგო (ვიდეო)
სამქულიანების კონკურსი ბადი ჰილდმა მოიგო (ვიდეო)

ყველა ვარსკვლავის კვირეულის ფარგბელში ლებრონისა და იანისის გუნდების მატჩამდე ჩიკაგოში როგორც უკვე გითხარით კონკურსები გაიმართა.

სამქულიანების კონკურსის ფინალში ერთმანეთს საკრამენტოელი ბადი ჰილდი და „ფინიქსის“ გამთამშებელი დევინ ბუკერი დაუპირისპირდნენ. გამარჯვებული გადამწყვეტმა სროლამ ბოლო წამზე გამოავლინა.

ბუკერმა ფინალში 26 ქულა დააგროვა. ჰილდს ბუკერის შედეგის გასაუმჯობესებლად ბოლო 5 სროლიდან 4-ის გამოყენება ესაჭიროებოდა, რაც „საკრამენტოს“ კალათბურთელმა საბოლოოდ შეძლო და პრესტიჟულ ტიტულს დაეუფლა.