„სამპდორიაში“ კორონავირუსით სამი ფეხბურთელი დაავადდა - ერთ მოთამაშეს ვირუსი მეორედ შეეყარა
გენუის „სამპდორიამ“ საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე გუნდში კორონავირუსით დაინფიცირების სამი ახალი შემთხვევის შესახებ გამოაცხადა. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ყველა ფეხბურთელს ტესტირება ჩაუტარდა.
ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელმაც ადრე ჩააბარა დადებითი ტესტი, ხელმეორედ დაინფიცირდა.
„დაავადებულ ფეხბურთელებს სიმპტომები არ გააჩნიათ. ისინი კარანტინში არიან და მათ მდგომარეობას მუდმივად ამოწმებენ“, – წერია გუნდის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ „სამპდორიას“ პირველი ფეხბურთელი, რომელსაც კორონავირუსი შეეყარა, ფორვარდი მანოლო გაბიადინი გახდა. მოგვიანებით, ინფექცია მის კიდევ ექვს თანაგუნდელს აღმოუჩინეს.