გენუის „სამპდორიას“ პრესსამახურმა გამოაცხადა, რომ გუნდის ოთხი ფეხბურთელი კორონავირუსით არის დაავადებული. ლაპარაკია ალბინ ეკდალზე, ომარ კოლიზე, ანტონიო ლა გუმინეზე და მორტენ ტორსბიზე. ასევე კორონავირუსი შეეყარა გუნდის ექიმს ამადეო ბალდარის. ისინი საშინაო კარანტინში არიან მოთავსებულები.
კლუბი ასევე იტყობინება, რომ მთავრობის მიერ გაცემულ ყველა მითითებას იცავს, კერძოდ, მოთამაშეები, მწვრთნელები და თანამშრომლებში შინ გაუშვა.
შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, კორონავირუსი აღმოაჩნდა „სამპდორიას“ ფორვარდს მანოლო გაბიადინის.