სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი - დარწმუნებული ვარ, გამორჩეულ სეზონს ჩავატარებთ #1TVSPORT
25 მარტს მოყვარულთა ლიგის ახალი სეზონის პირველი მატჩი გაიმართება – 21:00 საათზე, გლდანის საფეხბურთო ცენტრში ერთმანეთს „პანენკა“ და „ბასა“ დაუპირისპირდებიან. სეზონის სიახლეებზე საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა ბერდია ჯიბლაძემ ისაუბრა.
„წელს გამორჩეული სიახლეა – პირველად მოყვარულთა ლიგის ისტორიაში, ლიგის საუკეთესო გუნდი შეძლებს იასპარეზოს საქართველოს დავით ყოფიანის თასის გათამაშებაში. ამავე დროს, უკვე ცნობილია, რომ 2021 წლის სეზონის გამარჯვებული ევროპის სამოყვარულო ტურნირზე, უეფა-ს რეგიონთა თასზე ითამაშებს. მინდა ყველა გუნდს და მონაწილეს, თითოეულ ადამიანს, ვინც მოყვარულთა ლიგაშია ჩართული, წარმატებული და საინტერესო სეზონი ვუსურვ“, – ამბობს ბერდია ჯიბლაძე.
სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა ასოციაციის პრეზიდენტმა გასული სეზონიც შეაჯამა და აღნიშნა, რომ 2021 წელი მასშტაბურობით გამოირჩეოდა:
„მოყვარულთა ლიგაში გასულ წელს 412 სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი და 13 000-მდე მოყვარული ფეხბურთელი მონაწილეობდა. ჩვენი მიზნები და ღირებულებები უცვლელია – ფეხბურთის განვითარება, მისი მასობრიობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და დამკვიდრება, ინფრასტრუქტურული განვითარება, ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის საფეხბურთო სფეროში ჩართვის, თავის დამკვიდრებისა და ოცნებებისა და მიზნების რეალიზების საშუალების მიცემა”.
ბერდია ჯიბლაძის განცხადებით, წელი გამორჩეული იყო იმ სიახლეების კუთხითაც, რომელიც სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციამ დანერგა და განახორციელა:
„დავიწყეთ მატჩების ვიდეო-გადაღება ინოვაციური, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული კამერით, შეიქმნა მოყვარულთა ლიგის ოფიციალური ონლაინ-მაღაზია, ე.წ ფან შოპი, სადაც თითოეულ დაინტერესებულ პირს აქვს საშუალება შეიძინოს მისთვის სასურველი აქსესუარები და ნივთები ფავორიტი სამოყვარულო საფეხბურთო გუნდის ბრენდირებით. გამოიცა სპეციალურად საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის სადისციპლინო კოდექსი და სადისციპლინო დავების განხილვაში მოთამაშეებიც ჩაერთვებიან. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ნოვაციებს უახლოეს დღეებში დაემატება ასოციაციის ვებ-გვერდი, სადაც განთავსდება სიახლეები, შედეგები, ცხრილები, ფიტო-ვიდეო მასალა და სხვა. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, რომლის სრულფასოვანი წევრიც გახდა ასოციაცია. ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ადგილობრივი მუნიციპალიეტეტებს მთელი საქართველოს მასშტაბით“.