სამმაგი გაცვლა NBA-ში
სამმაგი გაცვლა NBA-ში

საკმაოდ საინტერესო სამმაგი ტრეიდი განხორციელდა რამდენიმე საათის წინ NBA-ში. კლივლენდ „კავალიერსის“ ხელმძღვანელებმა კლუბის საფუძვლიანი გადახალისება გადაწყვიტეს.

დღეს განხორციელებული გაცვლების შედეგად, გუნდი დერეკ როუზმა, ჯაე კრაუდერმა და იმან შამპერტმა დატოვეს. გარიგებაში კლივლენდთან ერთად საკრამენტო და იუტა მონაწილეობდნენ.

როუზი და კრაუდერი, „ჯაზს“ გააძლიერებენ, შამპერტი „კინგზის“ შემადგენლობაში ჩაირიცხა, ხოლო დუეინ ვეიდი სეზონის ბოლოს მაიამიში დაბრუნდება.

ამ კალათბურთელების სანაცვლოდ, „კავალერებმა“ „ჯაზმენების“ მოთამაშე როდნი ჰუდი და „კინგზის“ მცველი,ჯორჯ ჰილი მიიღეს.

ჰუდი იუტელთა რიგებში წლევანდელ სეზონში საშუალოდ ერთ შეხვედრაში:16,8 ქულას აგროვებდა. ჰილის მონაგარი კი საკრემენტოელების რიგებში 10,3 ქულას შეადგენდა.