სამხრეთკორეელი ნახევარმცველი ევროპული გამოცდილებით - „არაგვმა“ ლეგიონერი დაიმატა #1TVSPORT
„არაგვის“ რიგებში მატებაა, გუნდის ღირსებას 25 წლის სამხრეთკორეელი ნახევარმცველი, კიმ ჩან ვუ დაიცავს – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„ჩემთვის „არაგვი“ ახალი გამოწვევაა და ამ გუნდის წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებ. გამოცდილი თანაგუნდელები მყავს და მათთან ადაპტაცია არ გამიჭირდება. უკვე მაქვს საზღვარგარეთ თამაშის გამოცდილება. სამხრეთ კორეის გარდა მითამაშია სლოვენიაში, ხორვატიასა და ყაზახეთში.
საქართველო ძალიან მომეწონა. თბილისი ულამაზესი ქალაქია და ხალხი ძალიან თბილია. მინდა, მადლობა ვუთხრა „არაგვის“ ხელმძღვანელობას. ისინი ყველანაირად მეხმარებიან“, – თქვა კიმ ჩან ვუმ „არაგვის“ ოფიციალურ გვერდთან ინტერვიუში.
„არაგვის“ ახალწვეული თამაშობდა სამხრეთ კორეის „დაეჟეონში“, სლოვენიურ „ბრავოში“ და ხორვატულ „იარუნში“, ასევე იყო ყაზახური „ეკიბასტუზეცის“ მოთამაშე.