სამხრეთაფრიკული გუნდი რუსების ნაცვლად - „ბორჯღალოსნები“ „საუთერნ კინგსს“ შეხვდებიან
27 აგვისტოს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები სამხრეთაფრიკულ „საუთერნ კინგსს“ შეხვდება. შეგახსენებთ, რომ ამ დღეს ბორჯღალოსნები რუსეთის ნაკრებს უნდა დაპირისპირებოდნენ, თუმცა ჩვენმა მეზობლებმა საქართველოში ჩამოსვლაზე უარი განაცხადეს.
რაც შეეხება „საუთერნ კინგსს“, ეს გუნდი 2013, 2016 და 2017 წლებში „სუპერ რაგბი“ ლიგაში გამოდიოდა, სადაც არგენტინის, ახალი ზელანდიის, ავსტრალიის, სამხრეთ აფრიკისა და იაპონიის საკლუბო გუნდები მონაწილეობენ, 2017-2018 წლების სეზონიდან დაწყებული კი „პრო14“-ში ასპარეზობს ირლანდიის, იტალიის, შოტლანდიისა და უელსის გუნდებთან ერთად.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „საუთერნ კინგსი“ 27 აგვისტოს „ბორჯღალოსნებს“ შეხვდება, საქართველოს რაგბის კავშირმა უკვე დაადასტურა.