სამხრეთ კორეის კლუბმა, „გვანჯუმ“ ბექა მიქელთაძე წარადგინა #1TVSPORT
სამხრეთ კორეის კლუბმა, „გვანჯუმ“ ბექა მიქელთაძე წარადგინა #1TVSPORT

ბექა მიქელთაძე სამხრეთ კორეის ჩემპიონატის კლუბმა, „გვანჯუმ“ წარადგინა, – ინფორმაციას გუნდის პრესსამსახური ავრცელებს.

„გვანჯუმ“ კონტრაქტი გააფორმა თავდამსხმელ ბექა მიქელთაძესთან. მას უთამაშია საქართველოს ასაკობრივ (U17, U19, U21) ნაკრებებში. გარდა ამისა, 2020 წელს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო (ორი მატჩი) თამაშები ჩაატარა. მიქელთაძე გამოირჩევა შესანიშნავი ფიზიკური მონაცემებით და შესანიშნავი შედეგიანობით.

ბექამ პროფესიული კარიერა 2014 წელს „ზესტაფონში“ დაიწყო, ასევე ითამაშა „დინამო თბილისში“, „ანორთოსისში“ (კვიპროსი), ყაზანის „რუბინში“ (რუსეთი), ვოლგოგრადის „როტორში“ (რუსეთი). ბექამ 2021/2022 წლების სეზონი ავსტრალიის A ლიგის კლუბ „ნიუკასლ ჯეტსში“ გაატარა, გახდა გუნდის საუკეთესო ბომბარდირი და A ლიგის წლის ნაკრებში დასახელდა“, – წერია კლუბის ვებგვერდზე.

„ბუნებრივია, K ლიგის შესახებ ბევრი ვიცოდი და მოხარული ვარ, რომ შევუერთდი „გვანჯუს“, რომელიც კარგად ორგანიზებულ ფეხბურთს თამაშობს. ჩემი საქმეა გუნდისთვის ყველაფერი გავიღო და ბევრი გავიტანო. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ „გვანგჯუს“ ფანებმა ჩემი სახელი დაიმახსოვრონ“, – განაცხადა ბექა მიქელთაძემ.