კანინში, ქალთა შორის 3000 მეტრზე შორთთრექში, ოქროს მედლები სამხრეთ კორეულმა ოთხეულმა – სუჰე შჰიმ, მინჯონგ ჩოიმ, იეჯინ კიმმა და ალანგ კიმმა მოიპოვეს (4:07.361). მეორე ადგილზე იტალია გავიდა (4:15.901). საგულისხმოა, რომ ამ დისციპლინაში ოქრო სოჭშიც სამხრეთ კორეელებს ერგოთ.
მესამე ადგილზე ჩინეთი იყო, მეოთხეზე კი კანადა, თუმცა დისკვალიფიკაციის გამო მედალი არც ერთ მათგანს არ შეხვდა.
შედეგად, ბრინჯაოს მედალს ჰოლანდია დაეუფლა.
ეს ტურნირის მასპინძელთათვის მე-4 ოქროს მედალია.
ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)
ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე