სამხრეთ კორეის მოსახლეობის ნაწილმა პიონჩანგის ოლიმპიადის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, ჩრდილოეთ კორეის დელეგაციის ჩასვლასთან დაკავშირებით, საპროტესტო აქცია მოაწყო.
შეგახსენებთ, რომ ჩრდილოკორეელები 2018 წლის ზამთრის თამაშებზე გამოსვლას აპირებენ.
აქციის მსვლელობისას, კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის დროშები, ნახევარკუნძულის დროშა და რესპუბლიკის მეთაურის კიმ ჩენ ინის პლაკატები დაწვეს.
შეგახსენებთ, ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე კორეის ერთობლივი გუნდი სწორედ ნახევარკუნძულის დროშით უნდა გამოვიდეს.
ოლიმპიადის გახსნის ცერემონია ხვალ, თბილისის დროით 15 საათზე დაიწყება.