სამხრეთ კორეაში აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეამ დაუდგენელი სახეობის რაკეტა გაისროლა აღმოსავლეთ სანაპიროდან ზღვის მიმართულებით
სამხრეთ კორეაში აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეამ დაუდგენელი სახეობის რაკეტა გაისროლა აღმოსავლეთ სანაპიროდან ზღვის მიმართულებით

ჩრდილოეთ კორეამ დაუდგენელი სახეობის რაკეტა გაისროლა აღმოსავლეთ სანაპიროდან ზღვის მიმართულებით. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ სამხრეთ კორეის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

თავის მხრივ, იაპონიის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ფხენიანმა სავარაუდოდ ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

რაკეტის გაშვების შემდეგ ჩრდილოეთ კორეის ელჩმა გაერო-ში გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ მის ქვეყანას აქვს თავდაცვისა და იარაღის გამოცდის უფლება.

ამასთან, მან აშშ-სა და სამხრეთ კორეას ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ „მტრული პოლიტიკის“ შეწყვეტისკენ მოუწოდა.

დატოვე კომენტარი