სამხრეთ ამერიკა ფიფას მსოფლიოს ჩემპიონატის ორ წელიწადში ერთხელ ჩატარებას სთავაზობს
სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო კონფედერაციამ (CONMEBOL) შესთავაზა ფიფას მსოფლიოს ჩემპიონატის ორ წელიწადში ერთხელ ჩატარება, – განაცხადა ორგანიზაციის პრეზიდენტმა ალეხანდრო დომინგესმა.
„ყოველთვის გავუწევთ პროპაგანდას იმ იდეას, რომელიც ფიფას მივაწოდეთ, – ჩავატაროთ მსოფლიოს ჩემპიონატი არა ოთხ, არამედ ორ წელიწადში ერთხელ. ტურნირებს შორის ერთა ლიგის თამაშის ნაცვლად, შეგვიძლია ყოველი წელი დაკავებული გვქონდეს. მსოფლიო ჩემპიონატი – ეს არის ტურნირი ყველასთვის. თუ ჩვენ ფორმატს შევცვლით, ბევრი მოახერხებს კარიერაში მსოფლიოს ოთხ ჩემპიონატზე თამაშს. ვხედავთ ამგვარ შესაძლებლობას და შევთავაზეთ ფიფას, რომ მათ მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება. ეკონომიკური თვალსაზრისით, მიმაჩნია, რომ ფიფას შეეძლება უფრო მეტი თანხის გამომუშავება და უფრო მეტად დაეხმარება სხვებს“, – ამბობს CONMEBOL-ის პრეზიდენტი The Independent-თან საუბრისას.
უფრო ადრე იტყობინებოდნენ, რომ ფიფა განიხილავს გლობალური ერთა ლიგისა და კლუბებს შორის მსოფლიოს გაფართოებული ჩემპიონატის ჩატარებას.