სამხრეთ აფრიკული ტურნეს მეორე მატჩი - სამხრეთ აფრიკა 48:23 საქართველო | U20
სამხრეთ აფრიკული ტურნეს მეორე მატჩი - სამხრეთ აფრიკა 48:23 საქართველო | U20

საქართველოს ოცწლამდელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისათვის სამხრეთ აფრიკაში ემზადება, სადაც ადგილობრივ თანატოლებთან სპარინგობენ.

არც თუ ისე შთამბეჭდავი პირველი შეხვედრის შემდეგ, ახალგაზრდა “ბორჯღალოსნებმა” სამხრეთ აფრიკელებს სერიოზული ტესტი შესთავაზეს.

ორ მატჩიანი სერიის მეორე შეხვედრის პირველი ტაიმი მასპინძლებმა მხოლოდ ოთხ ქულიანი სხვაობით მოიგეს – 17:13. მგეზავმა თედო აბჟანდაძემ მე-3 წუთზე გადატილ ჯარიმას გარდასახული ლელო და საჯარიმო დარტყმა შემატა.

მეორე ტაიმში სტუმრები მოტივირებულები გამოვიდნენ, ანგარიშში სხვაობა კვლავ აბჟანდაძემ შეამცირა 17:16, რასაც 50-ე წუთზე კვლავ მის მიერვე დადებული გარდასახული ლელო მოჰყვა და “ბორჯღალოსნები” კიდევ ერთხელ დაწინაურდნენ – 17:23.

მასპინძლებმა ლელოს გაქვითვა მალევე მოახერხეს, რის შემდეგაც უპირატესობა ხელთ იგდეს და მატჩის დასრულებამდე სტუმრებს სამი უპასუხო ლელო შესთავაზეს.

საბოლოო ანგარიში – სამხრეთ აფრიკა 48:23 საქართველო. საქართველოს ნაკრებს ოცდასამივე ქულა თედო აბჟანდაძემ მოუტანა.

ახალგაზრდა ქართველმა მორაგბეებმა ძალიან ძლიერ მეტოქესთან შეხვედრის მნიშვნელოვანი მონაკვეთი თანაბარ დონეზე ჩაატარეს და რიგ შემთხვევებში დომინირებდნენ კიდეც.

ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი საფრანგეთის სამ ქალაქში, 30 მაისიდან 17 ივნისამდე გაიმართება.