სამხრეთ აფრიკასთან საქართველოს ნაკრების მეორე ტესტ-მატჩი გაუქმდა #1TVSPORT
ბორჯღალოსნებსა და სპრინგბოქსს შორის 9 ივლისს გასამართი სერიის მეორე მატჩი COVID 19-ის გამო გაუქმდა.
გეგმიურმა კოვიდ-ტესტირებამ ორივე ნაკრების ბანაკში ვირუსის არსებობა დააფიქსირა. პროტოკოლიდან გამომდინარე, რომელიც მოთამაშეთა უსაფრთხოებას ემსახურება, მიიღეს გადაწყვეტილება და იოჰანესბურგში თამაში აღარ შედგება.
მიუხედავად იმისა, რომ COVID-19 ბორჯღალოსნების ბანაკშიც დაფიქსირდა, გუნდის ყველა წევრი თავს კარგად გრძნობს. ინფიცირებულების ჯანმრთელობაზე ნაკრების სამედიცინო პერსონალი და კვალიფიციური სპეციალისტები ზრუნავენ.
წყარო – საქართველოს რაგბის კავშირი