სამხრეთ აფრიკა 55:14 საქართველო | ქართველი ოცწლამდელები ნორჩ ქურციკებთან დამარცხდნენ
ახალგაზრდა “ბორჯღალოსნებმა” სამხრეთ აფრიკული ტურნეს პირველი შეხვედრა გამართა და მსოფლიო თასის მესამე ადგილოსანთან დიდი ანგარიშით 55:14 დამარცხდა.
აღნიშნული ტურნე “მსოფლიო რაგბის” U20 მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილია.
მატჩის პირველი ნახევარი მასპინძლების სრული უპირატესობით წარიმართა, მათ მეტოქეს 5 ლელო დაუდეს, თავად კი მხოლოდ ერთი გაუშვეს (მაჩალაძე 26′) და ტაიმი 36:7 მოიგეს.
მეორე ტაიმში უმცროსმა “ბორჯღალოსნებმა” ტემპს უმატეს და პირველი ლელოც დადეს (მამუკაშვილი 53′), თუმცა შემდეგ სამი ლელო გაუშვეს და მატჩი საბოლოო ჯამში დიდი ანგარიშით 55:14 დათმეს.
მომდევნო შეხვედრას გუნდები 20 აპრილს გამართავენ.