სამიდან სამი წაგება - საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროშესარჩევს გამოეთიშა
სამიდან სამი წაგება - საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროშესარჩევს გამოეთიშა

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ბრძოლას გამოეთიშა. დანიის ქალაქ ვიბორგში მიმდინარე ჯგუფის ეტაპის ბოლო, მესამე შეხვედრაში ზვიად ჯელაძის გაწვრთნილები ესტონეთს შეხვდნენ და ისევ დამარცხდნენ.

ერთად-ერთი გოლი ერიკ კრუგლოვმა გაიტანა. ესტონელთა ნაკრების ფეხბურთელმა საქართველოს კარი 27-ე წუთზე აიღო და შეხვედრა ასეც დასრულდა 0:1.

შეგახსენებთ, რომ შესარჩევ ციკლში საქართველო ჯერ მასპინძელ დანიასთან დამარცხდა 1:3, შემდეგ რუსეთთან შერცხვა 1:7. სულ სამ მატჩში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ქულაც ვერ მოიპოვა, 11 ბურთი გაუშვა და მხოლოდ 2 გაიტანა – მსგავსი საშინელი შედეგი ბოლო წლებში არც ერთ ასაკობრივ ნაკრებს არ ჰქონია.