სამი ტესტ-მატჩი შემოდგომაზე - „ბორჯღალოსნების“ მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT 
სამი ტესტ-მატჩი შემოდგომაზე - „ბორჯღალოსნების“ მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT 

ბორჯღალოსნები შემოდგომაზე სამ ტესტ-მატჩს გამართავენ – ორს საქართველოში და ერთსაც უელსში. სამივე მეტოქე 2023 წლის მსოფლიო თასის მონაწილეა და გულშემატკივარს საინტერესო ნოემბერი ელის.

პირველი ორი თამაში საქართველოში ჩატარდება – 6 ნოემბერს ურუგვაის ვმასპინძლობთ, რომელიც საფრანგეთში ამერიკა1-ის სახელით მოხვდა, ხოლო 12 ნოემბერს სამოას (ოკეანეთი1). ნოემბრის ტესტებს 19-ში უელსთან, კარდიფში, „პრინციფალითიზე“ დავასრულებთ.

„იტალიასთან გამარჯვების შემდეგ განვაცხადე, რომ ხმამაღალი განაცხადი გავაკეთეთ. შემოდგომის ტესტები კიდევ ერთხელ ადასტურებს მსოფლიო რაგბის მხრიდან ჩვენს მიმართ ყურადღებას. სამი ურთულესი თამაში გველოდება, მით უმეტეს უელსთან, რომელსაც გასვლაზე ვეთამაშებით. ყველამ იცის რა ძალას წარმოადგენენ დღევანდელ რაგბში ურუგვაი და სამოა“.

„კარდიფში თამაშისთვის რაგბის კავშირი დააორგანიზებს სპეციალურ პაკეტებს, რათა ჩვენს ბიჭებს კარდიფშიც ჰქონდეთ ქომაგთა მხარდაჭერა. ჯერ არ არის გადაწყვეტილი რომელ ქალაქებში გაიმართება საშინაო შეხვედრები. ურუგვაი და სამოა განსხვავებულ თამაშს თამაშობენ და საინტერესო მეტოქეები არიან“.

„სამწვრთნელო შტაბი 2-3 კვირა დაისვენებს და შეუდგება მზადებას შემოდგომის ტესტებისთვის. უახლოეს პერიოდში მოვიწვევთ პრესკონფერენციას, სადაც მწვრთნელები ისაუბრებენ 2023 წლის მსოფლიო თასის მოლოდინებზე“, – ამბობს რაგბის კავშირის პრეზიდენტი სოსო ტყემალაძე.

 

Rugby.ge