სამი ქართველი ნახევარფინალში
სამი ქართველი ნახევარფინალში

ბუქარესტში მიმდინარე მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე სამი ქართველია.

გიორგი მელიამ (97 კგ) გერმანელი ზირნი აშკარა უპირატესობით, 9-0 დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში რუს ალექსანდრ გოლოვინს შეხვდება.

გელა ბოლქვაძემ (82 კგ) მინიმალური უპირატესობით დაამარცხა ბელარუსი კლიმოვოჩი და იაპონელ ცურუდას შეხვდება.

რამაზ ზოიძემ (72 კგ) რუსეთის წარმომადგენელი ნარეკ ოგანიანი შესანიშნავად შესრულებული 4 ქულიანი გდებით დაამარცხა და ასევე გავიდა ნახევარფინალში.

ნახევარფინალები თბილისის დროით 19:15 საათიდან დაიწყება.