სამი ქართველი მოჭიდავე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალში იასპარეზებს #1TVSPORT
დღეს, 18 მაისს, სკოპიეში 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე ოთხი ქართველი რამაზ თურმანიძე (57 კგ), გიორგი ელბაქიძე (70 კგ), გოგა მამიაური (79 კგ) და ლუკა ხუჭუა (97 კგ) ბრინჯაოს მედლებისათვის იბრძოლებენ.
ევროპის ჩემპიონატზე წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრები თავისუფალი სტილით მოჭიდავე 61-74-86-92-125 კგ კატეგორიის ფალავნებმა გამართეს. საიდანაც თეიმურაზ ვანიშვილი (61 კგ), ვლადიმერ გამყრელიძე (74 კგ) და მირიან მაისურაძე (92 კგ) ნახევარფინალში იჭიდავებენ.
ფინალური ბლოკი 20:00 საათზე გაიმართება, ნახევარფინალები კი 18:45 საათზე დაიწყება.