სამი ქართველი მოჭიდავე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს #1TVSPORT
დღეს, 18 მაისს, სკოპიეში 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე სამი ქართველი რამაზ თურმანიძე (57 კგ), გოგა მამიაური (79 კგ) და ლუკა ხუჭუა (97 კგ) ბრინჯაოს მედლებისათვის იჭიდავებენ, ხოლო დამამშვიდებელი წრიდან გააგრძელებს მედლისათვის ბრძოლას გიორგი ელბაქიძე (70 კგ).
დღესვე ევროპის ჩემპიონატზე წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრებს თავისუფალი სტილით დარჩენილი 61-74-86-92-125 კგ კატეგორიის ფალავნები გამართავენ.
საქართველოს სახელით კი თეიმურაზ ვანიშვილი (61 კგ), ვლადიმერ გამყრელიძე (74 კგ), დემურ მეგენეიშვილი (86 კგ), მირიან მაისურაძე (92 კგ) და ალექსი ჟორჟოლიანი (125 კგ) იჭიდავებენ.