საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩის წინ გუნდის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. ბორჯრალოსნები 22 თებერვალს ქუთაისში ბელგიას უმასპინძლებენ. მატჩი „აია არენაზე“ 15 საათზე გაიმართება. ნაკრებმა შევარდენის სანაკრებო ბაზაზე დღეიდან საწვრთნელი პროცესი დაიწყო, სადაც შეკრებაზე 17 მორკინალი და 12 ხაზის მოთამაშე იმყოფება. მათ შორის არის სამი დებიუტანტია: ლაშა ჯაიანი, დემე თაფლაძე და თორნიკე ჯალაღონია. რუმინეთთან და ესპანეთთან მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ, მაისაშვილმა გუნდის რამდენიმე ლიდერი ბელგიასთან მატჩისთვის აღარ გამოიძახა, რაც ახალგაზრდებს თავის გამოჩენის კარგ შესაძლებლობას აძლევს.
გაფართოებული შემადგენლობა ბელგიასთან
შერკინება: გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 1), გიორგი თეთრაშვილი (აჟენი,1), შალვა მამუკაშვილი (ყოჩები, 2), ვანო კარკაძე (ბრივი,2), გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივი პენზა, 2), გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე, 3), ლაშა ტაბიძე (ბორდო,3); ნოდარ ჭეიშვილი (ლონდონ სქოთიშ, 4-5), შალვა სუთიაშვილი (ანგულემ, 4-5), დავით გიგაური (კოლომიე, 4-5), ლაშა ჯაიანი (ექსეთერის უნივერსიტეტი, 4-5); ბექა საღინაძე (ორიაკი, 6, 7), გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი, 6, 7), მიხეილ გაჩეჩილაძე (ენისეი, 6, 7), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი, 6, 7), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 6-8), ბექა გორგაძე (ბორდო, 6-8).
ხაზი: გელა აფრასიძე (მონპელიე, 9), გიორგი ბეგაძე (ჯიქი, 9), ლაშა ხმალაძე (ბათუმი, 10-15), თედო აბჟანდაძე (ბრივი, 10), ლაშა მალაღურაძე (ვევეა, 10-12), თამაზ მჭედლიძე (რუანი, 11, 12, 13, 14), ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი, 11, 12, 13, 14), დემურ თაფლაძე (ლელო-სარასენს, 12-13), დავით კაჭარავა (ენისეი, 13), ალექსანდრე თოდუა (ბათუმი, 11-14), აკაკი ტაბუცაძე (ლელო-სარასენს, 11-14), სოსო მათიაშვილი (ლელო-სარასენს, 15).