წყალტუბოს „სამგურალი“ ანტალიაში, მორიგ ამხანაგურ შეხვედრაში უკრაინულ „კოლოსს“ დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.
ბელეკში, „გლორიას“ სპორტულ ცენტრში გამართულ შეხვედრაში „სამგურალი“ პირველი ტაიმის ბოლოს ომარ პატარკაციშვილმა დააწინაურა და შესვენებაზე გუნდები 1:0-ზე გავიდნენ.
მეორე ტაიმის დასაწყისში უკრაინელებმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც ვლადიმერ მილკომ გამოიყენა. თუმცა, დამატებულ დროში ნოდარ ლომინაძემ საჯარიმო შესანიშნავად შეასრულა და ლამაზი დარტყმით გამარჯვების გოლი გაიტანა – 2:1.
„სამგურალი“ – „კოლოსი“ 2:1
გოლები: 1:0 პატარკაციშვილი (44), 1:1 მილკო (48. პენ) 1:1 ლომინაძე (90+3).
„სამგურალი“: შოვნაძე, კიკაბიძე, პატარკაციშვილი, მაისაშვილი, კალანდარიშვილი, ჯუდ არტური, ლ. ხორხელი, ჯეფინიო, ჩიხლაძე,. კუხიანიძე, ნიქაბაძე,
შეცვლაზე შევიდნენ: ფერნანდო ბელი, ბურჯანაძე, კარიმოვი, ვერულიძე, ბაშელეიშვილი, ლომინაძე, სიმდიანკინი, ნ. ხორხელი, პანიუკოვი, ჩიხრაძე