„სამგურალმა“ „შუქურას“ მოუგო, „გაგრამ“ და „თელავმა“ ფრედ ითამაშეს #1TVSPORT
„სამგურალმა“ „შუქურას“ მოუგო, „გაგრამ“ და „თელავმა“ ფრედ ითამაშეს #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში მე-11 ტურის ორი შეხვედრა გაიმართა. „გაგრამ“ „თელავს“ უმასპინძლა და ქულა მოიპოვა 1:1, ხოლო წყალტუბოს „სამგურალმა“ ქობულეთის „შუქურა“ დიდი ანგარიშით დაამარცხა 4:1.


„გაგრა“-„თელავი“ 1:1


„გაგრა“ 44-ე წუთზე თეიმურაზ შონიამ დააწინაურა. 83-ე წუთზე გიორგი ილურიძემ წონასწორობა აღადგინა და გუნდებმა ქულები გაინაწილეს.


„სამგურალი“-„შუქურა“ 4:1


ზესტაფონში გამართულ დაპირისპირებაში ანგარიში „სამგურალმა“ მე-20 წუთზე პენალტით გახსნა – გოლი ნოდარ ლომინაძემ გაიტანა. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ცოტნე ფაცაციამ ანგარიში ეფექტური დარტყმით გაათანაბრა და ტაიმი ფრედ დასრულდა – 1:1.

მეორე ნახევარი „სამგურალმა“ უკეთ ჩაატარა და მეტოქეს სამი გოლი გაუტანა – თავი ნიკა ხორხელმა, შარბელ გომეზმა და ლადო ჩიხრაძემ გამოიჩინეს.

ტურის დარჩენილი მატჩები:

სამტრედია-დინამო (თბ)

დინამო (ბთ)-საბურთალო

დილა-ტორპედო