„სამგურალმა“ „სამტრედიიდან“ ორი ფეხბურთელი დაიმატა #1TVSPORT
„სამგურალმა“ „სამტრედიიდან“ ორი ფეხბურთელი დაიმატა #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალი“ ეროვნული ლიგის ახალი სეზონისთვის შემადგენლობის დაკომპლექტებას აგრძელებს და კიდევ ორი მოთამაშე დაიმატა, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

ორივე ახალწვეული „სამტრედიიდანაა“. ილია ახვლედიანმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და კლუბთან კონტრაქტი გააფორმა. 25 წლის ფლანგის მცველი „სამგურალის” ღირსებას 2018-2022 წლებში იცავდა. ერთი სეზონი ითამაშა ქობულეთის ,,შუქურაში”, გასულ წელს კი „სამტრედიაში” გამოდიოდა.

„სამგურალმა” ასევე დაიმატა ანზორ თევზაძე, რომელთანაც სამწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. 19 წლის ნახევარმცველი ქუთაისის „ტორპედოს” ღირსებას იცავდა, ბოლოს კი „სამტრედიაში“ თამაშობდა.

ანზორ თევზაძემ „სამგურალის“ ძირითად შემადგენლობაში უკვე ითამაშა „ლოკომოტივთან“ საკონტროლო მატჩი, ახვლედიანი კი ხვალ გუნდთან ერთად ანტალიაში შეკრებაზე გაემგზავრება.