წყალტუბოს „სამგურალმა“ „26 მაისი არენაზე“ „სამტრედიას“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დაამარცხა – 4:0.
ეროვნული ლიგის მე-15 ტურის შეხვედრა „სამგურალმა“ კარგად დაიწყო და პირველივე ტაიმში დიდი უპირატესობა მოიპოვა. გიორგი ფანცულაიამ ორწუთიან მონაკვეთში დუბლი შეასრულა და თვისი გუნდი დააწინაურა.
მასპინძლები მიღწეული შედეგით არ დაკმაყოფილდნენ და „სამტრედიის“ კარი კიდევ ორჯერ აიღეს – დემურ ჩიხლაძემ 30-ე წუთზე სტუმრებს მესამე გოლი შორიდან ეფექტური დარტყმით გაუტანა, ხოლო 44-ე წუთზე თავი ალექსანდრე ვერულიძემ გამოიჩინა.
მეორე ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა, „სამგურალმა“ ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო და 16 ქულით მე-6 ადგილზე დაწინაურდა, ხოლო „სამტრედია“ სატურნირო ცხრილში ისევ ბოლო ადგილზეა.