„სამგურალმა“ პირველივე სპარინგში „შუქურა“ დაამარცხა
„სამგურალმა“ პირველივე სპარინგში „შუქურა“ დაამარცხა

ეროვნული ლიგისთვის გუნდები მზადებას აქტიურად აგრძელებენ. წყალტუბოში, ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულმა ორმა გუნდმა ითამაშა – „სამგურალმა“ საკონტროლო მატჩში ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დაამარცხა.

ეს სეზონში ორივე გუნდისთვის პირველი საკონტროლო მატჩი იყო. წყალტუბოს „სამგურალმა“ უპირატესობას პირველი ტაიმში მიაღწია და 2:0 მოიგო. სტუმართა კარში გოლები პაპუნა ფონიავამ და გიორგი თევზაძემ გაიტანეს.

მატჩის მეორე ნახევარში შემადგენლობები თითქმის მთლიანად შეიცვალა. შესვენების შემდეგ შეცვლაზე შესულმა შალვა ბურჯანაძემ ქუბულეთელებს მესამეც გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – „სამგურალმა“ 3:0 გაიმარჯვა.