„სამგურალმა“ ორი ახალწვეული წარადგინა - დარცმელიასთან ერთად გუნდში ხორვატი მცველი ითამაშებს #1TVSPORT
წყალტუბოს „სამგურალმა“ ჩემპიონატის მეორე ეტაპისა და საქართველოს თასის გათამაშებისთვის მზადება დაიწყო. გიორგი ჭელიძის გუნდი ზესტაფონის საწვრთნელ ბაზაზე ორ ახალწვეულთან ერთად ვარჯიშობს.
„„სამგურალმა“ 22 წლის მცველი ბარტულ მარკოვინა დაიმატა, რომელიც ბოლოს ხორვატულ ,,დრაგოვოლიაცში” თამაშობდა. ფეხბურთელთან ორწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გაფორმდა. ბარტულ მარკოვინას იტალიის დაბალი ლიგის „სან ლუიჯიშიც“ უთამაშია.
წყალტუბოს „სამგურალის“ მეორე ახალწვეული ნახევარმცველი ბექა დარცმელიაა, რომელიც გუნდს „საბურთალოდან“ შეუერთდა. 23 წლის ფეხბურთელთან კლუბმა ორწელიწადნახევრიანი ხელშეკრულება დადო.
შეგახსენებთ, რომ ბექა დარცმელია სხვადასხვა დროს „დინამო თბილისის”, თბილისის „ლოკომოტივისა“ და ავსტრალიური „ნიუკასლ ჯეტსის“ ღირსებას იცავდა. იყო საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მოთამაშე.