ეროვნულ ლიგაში 29-ე ტურის ბოლო ორი მატჩი თბილისსა და წყალტუბოში გაიმართა, სადაც სტუმრებმა უკეთ ითამაშეს და მასპინძლებმა ერთი მატჩიც ვერ მოიგეს.
თბილისის ,,ლოკომოტივმა” წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და 1:4 დამარცხდა. თუმცა, ანგარიში 37-ე წუთზე „ლოკომოტივმა“ კახა კახაბრიშვილის გოლით გახსნა.
„სამგურალმა“ შესვენებამდე ჯერ ანგარიში გაათანაბრა – თბილისელთა კარი ირაკლი რუხაძემ (40) აიღო, ხოლო ნიკიტა სიმდიანკინი (43) გუნდი წინ გაიყვანა. მეორე ნახევარში კი სტუმართა უპირატესობა შალვა ბურჯანაძემ (74) და მიხეილ ბაშელეიშვილმა (75) გაზარდეს,
„კავკასიონ არენაზე“ აუტსაიდერების შეხვედრა გაიმართა – „თელავმა“ ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ შანსები ორივე გუნდს ჰქონდა, კარის აღება ვერც ერთმა გუნდმა ვერ მოახერხა და მეტოქეებმა ქულები გაინაწილეს – 0:0.
„სამგურალმა“ ამ მოგებით ქუთაისის „ტორპედოს“ გადაასწრო და ევროსაგზურისთვის იბრძვის. „თელავმა“ და „სიონმა“ კი მიზანს ვერ მიაღწიეს და ქულათა სხვაობა შეინარჩუნეს.
ეროვნული ლიგა
1. დინამო თბ 63
2. დინამო ბთ 61
3. დილა 46
4. სამგურალი 45
5. ტორპედო 44
6. საბურთალო 43
7. თელავი 31
8. სიონი 30
9. გაგრა 26
10. ლოკომოტივი 7