„სამგურალმა“ „ლვივი“ დაამარცხა - წყალტუბოელებმა შეკრება დაასრულეს #1TVSPORT
„სამგურალმა“ თურქულ შეკრებაზე ბოლო საკონტროლო მატჩს გამართა – გიორგი ჭელიძის გუნდმა უკრაინის პრემიერლიგის კლუბი „ლვივი“ დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.
„ლვივი“ უკრაინის პრემიერლიგაში თამაშობს, 14 ტურის შემდეგ 9 ქულით ბოლო ადგილზეა და გავარდნის კანდიდატია. „სამგურალს“ მეტოქემ დიდი წინააღმდეგობა გაუწია. წყალტუბოელთაგან თავი ნიკა კალანდარიშვილმა, დემურ ჩიხლაძემ და ნიკა ხორხელმა გამოიჩინეს.
„სამგურალი“ – „ლვივი“ 3:2
„სამგურალი“: შოვნაძე, კიკაბიძე, პატარკაციშვილი, მაისაშვილი, კალანდარიშვილი, ბული, ლომინაძე, ჯეფინიო, ნ. ხორხელი, ნიქაბაძე, ჩიხლაძე
სათადარიგოები: ყალიჩავა, არტური, ბაშელეიშვილი, ბურჯანაძე, სიმდიანკინი, ლ. ხორხელი, ჩიხრაძე, ჯამიუ, კუხიანიძე