„სამგურალმა“ კიდევ ერთი ლიდერი შეინარჩუნა - ჩიხლაძემ კონტრაქტი ორი წლით გაახანგრძლივა #1TVSPORT
დემურ ჩიხლაძემ წყალტუბოს „სამგურალთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა. 26 წლის ცენტრალურმა ნახევარმცველმა „სამგურალთან“ ახალი, ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, – ინფორმაციას „სამგურალის“ პრესსამსახური ავრცელებს.
ჩიხლაძე „სამგურალის“ ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი წევრია. ის წყალტუბოს გუნდში ჯერ კიდევ 2016-2017 წლებში თამაშობდა. მომდევნო ორი წლის განმავლობაში საჩხერის „ჩიხურაში“ გამოდიოდა, მაგრამ 2020 წელს „სამგურალს“ დაუბრუნდა და მას შემდეგ გუნდის ღირსებას იცავს.
წელს, ეროვნული ლიგის დასრულებულ გათამაშებაში წყალტუბოს გუნდის „ათიანმა“ „სამგურალის“ ფორმით 29 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა – ამ მაჩვენებლით ის ელიგის ყველაზე სასარგებლო მოთამაშეთა შორის მოხვდა.
სეზონის დასრულების შემდეგ „სამგურალმა“ ლიდერებთან კონტრაქტის გახანგრძლივება დაიწყო – პირველი მოთამაშე, რომელთანაც ახალი ხელშეკრეულება გააფორმეს, თავდამსხმელი გიორგი ნიქაბაძე იყო.