წყალტუბოს „სამგურალმა“ ეროვნულ ლიგაში „გაგრას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.
„სამგურალი“ – „გაგრა“ 1:0
გოლი – ნიქაბაძე (78)
გამოუყენებელი პენალტი – ნიქაბაძე (19)
წყალტუბოელებს პირველივე ტაიმში შეეძლოთ დაწინაურება. მე-19 წუთზე „გაგრას“ მცველმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა და სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა. საჯარიმო გიორგი ნიქაბაძემ შეასრულა, მაგრამ ბურთი კარს ააცილა.
ნიქაბაძემ შეცდომა მატჩის მიწურულს გამოასწორა. ჯეფერსონ ჯერალდოს შესრულებული საჯარიმო სტუმართა მეკარემ მოიგერია, მაგრამ ნიქაბაძემ დამატებაზე მაინც გაიტანა და გუნდს სამი ქულა მოუტანა.
წყალტუბოს „სამგურალმა“ 19 ქულა დააგროვა, „საბურთალოს“ (18) გადაასწრო და მესამე ადგილზე დაწინაურდა, ხოლო „გაგრა“ (8 ქულა) მეშვიდე პოზიციაზე დარჩა.