„სამგურალმა“ „გაგრა“ დაამარცხა #1TVSPORT
„სამგურალმა“ „გაგრა“ დაამარცხა #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალმა“ მოსამზადებელ ეტაპზე სეზონის მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა – გიორგი მიქაძის გუნდი„გაგრას“ დაუპირისპირდა და დამაჯერებელი ანგარიშით დაამარცხა.

საკონტროლო მატჩში, რომელიც თბილისში, დიღმის ოლიმპიური კომპლექსის მოედანზე გაიმართა, ანგარიში წყალტუბოელების ახალწვეულმა მამია გავაშელიშვილმა გახსნა.

მეორე ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულ „გაგრას“ მეორედ ალექსანდრე ვერულიძემ გაუტანა და ამხანაგური შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – „სამგურალმა“ „გაგრა“ 2:0 დაამარცხა.

გაგრა – სამგურალი 0:2

გოლები: 0:1 გავაშელიშვილი, 0:2 ვერულიძე

სამგურალი (პირველი ტაიმი): ქვილითაია, კიკაბიძე, ჯამიუ, ბურჯანაძე, ახვლედიანი, ტურე, დევდარიანი, ჯეფერსონი, დოლიძე, რუხაძე, ვერულიძე

(მეორე ტაიმი): შოვნაძე, ქურდაძე, პატარკაციშვილი, მაისაშვილი, კალანდარიშვილი, კიკაბიძე (ვერულიძე), გილმორი, ჩიხლაძე, ბაშელეიშვილი, გავაშელიშვილი, კუხიანიძე (ახვლედიანი)

მთავარი მწვრთნელი: გიორგი მიქაძე