„სამგურალმა“ „დინამო“ დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონატში გალიდერდა #1TVSPORT
„დინამო თბილისმა“ ეროვნული ლიგის მე-13 ტურის მატჩი მთვარი მწვრთნელის გარეშე, კაცნაკლულმა დაასრულა და მესამეადგილოსან „სამგურალთან“ წყალტუბოში დამარცხდა – 2:1.
„სამგურალმა“ მიმდინარე სეზონში საკუთარ მოედანზე პირველად ითამაშა, რადგან არენა ევრო 2023-ისთვის განაახლეს. მატჩი „დინამოსთვის“ ცუდად დაიწყო. მე-11 წუთზე თბილისელთა მეკარე ლუკა კუტავაძე საჯარიმოდამ გამოვიდა და მასთან პირისპირ დარჩენილ მასპინძელთა თავდამსხმელს, გიორგი ნიქაბაძეს ბურთის მღებაში ხელი შეუშალა, მაგრამ ხელით ითამაშა და მოედნიდან გააძევეს.
„სამგურალმა“ რიცხობრივი უპირატესობით 42-ე წუთზე ისარგებლა, როდესაც ნიკა ხორხელმა „დინამოს“ კარი ულამაზესი დარტყმით აიღო. შესვენებაზე კი მსაჯმა წითელი ბარათი „დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელსაც აჩვენა.
ათი კაცით დარჩენლმა „დინამომ“ 57-ე წუთზე ულად-ომარ იმრანის გოლით წონასწორობა აღადგინა. თუმცა, 78-ე წუთზე ლუკა ხორხელმა ინდივიდუალურად შესანიშნავად ითამაშა და კარის წინ ლადო ჩიხრაძე მოძებნა, რომელმაც ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა და „სამგურალს“ სამი ქულა მოუტანა.
„სამგურალმა“ ზედიზედ მეშვიდედ მოიგო, 13 ტურის შემდეგ 28 ქულა დააგროვა და ბათუმის „დინამოს“ (25) გადაასწრო, ხოლო დინამო თბილისი“ (24) მესამე ადგილზე დატოვა.