„სამგურალის“ პრეზიდენტი - პროგრამამ ქართულ კლუბებს მოუტანა სტაბილურობა და მოიზიდა ინვესტორები #1TVSPORT
„სამგურალის“ პრეზიდენტი - პროგრამამ ქართულ კლუბებს მოუტანა სტაბილურობა და მოიზიდა ინვესტორები #1TVSPORT

გიორგი მიქაძემ და მიხეილ იაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ „სამგურალის“ წინსვლის მიზეზებზე ისაუბრეს.

„ჩვენ კარგი გუნდი გვყავს, დარწმუნებული ვარ, რომ უარესები არ გავხდებით. იმის გარანტიას ვიძლევი, რომ ყველა თამაშზე მოედანზე მოსაგებად გავალთ და ადვილად არაფერს დავთმობთ. იმ ამბიციისთვის, რაც ჩვენ გვაქვს, სავარჯიშო მოედნები აუცილებელია. 2023 წელს საქართველოში ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება. მოედნები წყალტუბოშიც შენდება, რომლებითაც ტურნირით შემდეგ ჩვენც ვისარგებლებთ“, – განაცხადა „საფეხბურთო ტაიმაუტშიწყალტუბოელთა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი მიქაძემ.

კომენტარი გააკეთა გუნდის პრეზიდენტმა მიხეილ იაშვილმაც.

„პროექტი გუნდის აღორძინებისთვის სამი წლის წინ დავიწყეთ და მესამე ლიგაში ვიყავით. მეორე წელია უმაღლეს ლიგაში დავბრუნდით, დიდი პროგრესი განვიცადეთ. ორჯერ თასის ფინალი ვითამაშეთ. წელს სხვა გეგმები გვაქვს, საპრიზო ადგილები დავიკავოთ და ევროტურნირზე მოვხვდეთ. სტადიონს ვაწესრიგებთ, რომ ევროტურნირზე მოხვედრის შემთხვევაში მატჩები წყალტუბოში ვითამაშოთ და საერთაშორისო ტურნირებიც ჩავატაროთ“.

მან საფეხბურთო პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ამ პროგრამამ ქართულ კლუბებს მოუტანა სტაბილურობა. გამოჩდნენ ინვესტორები. ახლა ეროვნული ლიგის თითქმის ყველა გუნდში კერძო ინვესტორია და ფონდი სწორედ ინვესტიციის მოზიდვაში გვეხმარება. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ჯერ არ გვეხმარება, არაა ბევრი კომპანია, რომლებიც ფეხბურთში ფულს დებენ. არც ტრადიციული შემოსავლებია – ტელევიზიებიდან და ა.შ. მაგრამ ვფიქრობ, რომ აღმოსავლეთ ევროპაში რა თანხებსაც დებენ, იმას ჩვენ იმაზე ნაკლები თანხებით გავაკეთებთ“.