„სამგურალის“ მწვრთნელს წარმატება დაუფასდა - მიქაძე მეორე წრეში საუკეთესოა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა მეორე წრის საუკეთესო მწვრთნელად გიორგი მიქაძე აღიარა – „სამგურალის“ მთავარი მწვრთნელი, რომლის ხელშიც წყალტუბოს გუნდი ლიდერებში არსებობის ისტორიაში პირველად დაწინაურდა.
მიქაძის აღაირება ლოგიკურია. მისი ხელძრვანელობით გუნდმა მეორე წრეში 9 მატჩი ჩაატარა, 7 მოიგო, ფრედ დაასრულა ერთი და მხოლოდ ბოლოს წააგო – „თენგიზ ბურჯანაძე – არენაზე“ გორის „დილასთან“ გამართული მე-18 ტურის მატჩი (0:1). ბურთების სხვაობა – 20:7.
აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში გუნდმა დაამარცხა კონკურენტები – „დინამო თბილისი“ (2:1) და „საბურთალო“ (3:0), ბათუმში „დინამოსთან“ 4:4 ითამაშა – ამდენი გოლი მოქმედი ჩემპიონისთვის „აჭარაბეთ არენაზე“ არავსი გაუტანია.
რაც მთავარია, მიქაძის ხელშიც წყალტუბოს „სამგურალმა“ 33 ქულა დააგროვა, მესამე ადგილზეა და სულ ორი ქულით ჩამორჩება „დინამო თბილისს“, გორის „დილას“ (33) დამატებითი მაჩვენებლებით ასწრებს, ხოლო „საბურთალოსთან“ (26) დიდი უპირატესობა აქვს.