„სამგურალის“ მწვრთნელმა შეწყევტილ სერიაზე ისაუბრა - ტრაგედია არ ხდება, შევეცდებით, უკეთ მოვემზადოთ #1TVSPORT
წყალტუბოს „სამგურალის“ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი მიქაძემ „დილასთან“ წაგებული (0:1) მატჩი შეაფასა და მარცხის ერთ-ერთ მიზეზად გუნდის გადაღლა დაასახელა.
„თბილისის „დინამოსთან“ მატჩის შემდეგ ცოტა დაღლილები ვიყავით, მაგრამ მიმაჩნია, რომ შეგვეძლო, ეს თამაში არ წაგვეგო. თავიდან პირველი ტაიმი ჩავაგდეთ, მეორე ნახევარში კი ძალები აღარ გვეყო. ვერ გადავეწყვეთ. შევეცადეთ, სტანდარტულებიდან გვემოქმედა და სამისოდ, მაღალი ფეხბურთელები შემოვიყვანეთ, მაგრამ სამწუხაროდ, მიზანს ვერ მივაღწიეთ. თუმცა ამით ტრაგედია არ ხდება, თამაშს გავაანალიზებთ და შევეცდებით, შემდეგი თამაშისთვის უკეთ მოვემზადოთ“, – ამბობს გიორგი მიქაძე.
წყალტუბოელებმა გორში მარცხით შეწყვიტეს წაუგებელი სერია, რომელიც მე-8 ტურში გასვლაზე „დინამო თბილისთან“ ფრედ (0:0) დასრულებული მატჩით დაიწყეს. მას შემდეგ გუნდმა 10-მატჩიდან 3 ფრე დაასრულა და 7 მოიგო.
გორის „დილა“ 18 ტურის შემდეგ გიორგი მიქაძის გუნდს ქულებით (33 ქულა) გაუთაანბრდა, მაგრამ „სამგურალი“ დამატებითი მაჩვენებლებით მესამე ადგილს ინარჩუნებს.