„სამგურალის“ მწვრთნელი - გაუგებარი პენალტი დაგვინიშნეს [ვიდეო] #1TVSPORT
„სამგურალის“ მწვრთნელი - გაუგებარი პენალტი დაგვინიშნეს [ვიდეო] #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალის“ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი მიქაძემ „,გაგრასთან“ ფრედ (1:1) დასრულებულ მატჩზე ისაუბრა და მსაჯობით უკმაყოფილება ვერ დამალა. მისი თქმით, გაუგებარია, რატომ დანიშნა არბიტრმა მისი გუნდის კარში პენალტი, რომლითაც მეტოქემ ანგარიში გაათანაბრა.

„ვფიქრობ, რომ ხარისხიანი ფეხბურთი იყო, გოლიც ლამაზი კომბინაციით გავიტანეთ. მეტოქე აგებდა და ბუნებრივია, რომ მეორე ტაიმში შეტევაში წამოვიდოდა. მაგრამ გაუგებარი პენალტი დაგვინიშნეს. თამაშის შემდეგ ეპიზოდს ვუყურეთ და ვერ იქ, იქ პენალტი სად „მოძებნეს“, – ამბობს გიორგი მიქაძე.

წყალტუბოს „სამგურალის“ მთავარი მწვრთნელის აზრით, ამ ეპიზოდში გუნდმა ცუდად იმოქმედა:

„სამწუხაროდ, ამან გაგვეტეხა, მოგვშალა, ხასიათი გაგვიფუჭა და მომენტები ვეღარ შევქმენით, მეტოქეც დაცვაში კარგად დადგა. თამაში უნდა გამოვასწოროთ, განსაკუთრებით შეტევაში, შემთხვევითი გოლები კი უნდა გამოვრიცხოთ“.

ეპიზოდი, რომელმაც წყალტუბოს გუნდის უკმაყოფილება გამოიწვია, შეხვედრის 51-ე წუთზე მოხდა. „სამგურალის“ საჯარიმოში შეჭრილ მათე კვირკვიას მიხეილ ბაშალეიშვილმა ბურთი აართვა, არბიტრმა კი პენალტი დანიშნა, რომლითაც „გაგრამ“ ანგარიში გაათანაბრა.