„სამგურალის“ დიდი ნახტომი - წყალტუბოელებმა „სიონი“ დაამარცხეს და მესამეზე დაწინაურდნენ #1TVSPORT
წყალტუბოს „სამგურალის“ გამარჯვებით დასრულდა ეროვნული ლიგის მე-13 ტურის მატჩი ბოლნისში – წყალტუბოელებმა „სიონი“ დამაჯერებელი უპირატესობით დაამარცხეს და სატურნირო ცხრილში პირველად ლიდერებში დაწინაურდნენ.
წყალტუბოელებმა თამაში დამაჯერებალდ დაიწყეს და ანგარიში მე-10 წუთზე გახსნეს. ნიკა კალანდარიშვილის პასით შალვა ბურჯანაძემ „სამგურალი“ დააწინაურა. პირველ ტაიმში მეტოქეთა მცდელობის მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა.
მერე ნახევარში წყალტუბოელება კიდევ ერთი გოლის გატანა მოახეხეს. 64-ე წუთზე მასპინძელთა კარი დავით მაისაშვილმა აიღო. მას ასისტენტობა ჯეფერსონ ჯერალდომ გაუწია და „სამგურალმა“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა 0:2.
13 ტურის შემდეგ წყალტუბოს „სამგურალმა“ 23 ქულა დააგროვა და ეროვნულ ლიგაში ორი წლის დაბრუნებულმა გუნდმა „საბურთალოს“ (22) და გორის „დილას“ (22) გადაასწრო და მესამე ადგილზე დაწინაურდა.
ბოლნისის „სიონი“ კი მე-13 ტურის შემდეგ 10 ქულით ისევ ბოლოსწინა, მე-9 ადგილზეა და ქუთაისის „ტორპედოს“ (11) გადასწრების რეალური შანსი გაანიავა.