„სამგურალის“ ახალი მთავარი მწვრთნელი ფეხბურთელებს წარუდგინეს #1TVSPORT
წყალტუბოს „სამგურალის“ ახალი მთავარი მწვრთნელი, როდოლფო ვანოლი, ასისტენტ დარიო ნუჰუსთან ერთად საქმიანობას შეუდგა – კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა, თედო ფესტვენიძემ იტალიელი სპეციალისტი ფეხბურთელებს წარუდგინა.
როდოლფო ვანოლიმ, რომელსაც საკმაოდ მდიდარი და საინტერესო სამწვრთნელო კარიერა აქვს, „სამგურალში“ პირველი ვარჯიში ჩაატარა.
ვანოლის დებიუტი წყალტუბოელთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე 20 ოქტომბერს ეროვნული ლიგის 29-ე ტურში გორის „დილასთან“ მატჩში შედგება.