„სამგურალი“ თურქულ შეკრებაზე შოთა არველაძის ყოფილ გუნდთან დამარცხდა #1TVSPORT
ანტალიაში მყოფმა წყალტუბოს „სამგურალმა“ მეორე შეკრება დაიწყო, უზბეკეთის ჩემპიონ ტაშკენტის „ფახთაქორთან“ ამხანაგურ მატჩი გამართა და 0:1 დამარცხდა. შოთა არველაძის ყოფილ გუნდთან მატჩის პირველი ტაიმი ფრედ 0:0 დასრულდა. შეხვედრის ბედი მეორე ტაიმში უზბეკების გატანილმა ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა.
„სამგურალი“: შოვნაძე, კიკაბიძე, პატარქალიშვილი, მაისაშვილი, კალანდარიშვილი, ლომინაძე, ლ. ხორხელი, ჩიხლაძე, ჯეფინიო, ნ. ხორხელი, ნიქაბაძე.
შეცვლაზე ითამაშეს: ყალიჩავა, კიკაბიძე, ჯამიუ, ბული, კოჟევნიკოვი, ჩიხლაძე, ჩიხრაძე, სიმდიანკინი, ბაშელეიშვილი, ჯუდ არტური, ბურჯანაძე.
წყალტუბოელები თურქეთში 17 თებერვლამდე დარჩებიან და მეორე შეკრებაზე კიდევ ოთხ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ.
6 თებერვალი
ყიზილყუმი (უზბეკეთი)
10 თებერვალი
კოლოსი (უკრაინა)
13 თებერვალი
ვისკოვი (ჩეხეთი)
17 თებერვალი
ლვივი (უკრაინა)