„სამგურალი“ „კოლხეთს“ დაუზავდა - წყალტუბოელებმა ბრაზილიელი თავდამსხმელი დაიმატეს #1TVSPORT
წყალტუბოს „სამგურალმა“, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპისთვის ემზადება, ამხანაგური მატჩი ფოთის „კოლხეთის“ წინააღმდეგ გამართა და 0:0 დაასრულა.
მატჩი ბათუმში უნდა გამართულიყო, მაგრამ შეხვედრის ადგილი შეიცვალა და წყალტუბოს საფეხბურთო ცენტრის მოედანზე ჩატარდა.
პარალელურად, მიმდინარეობს მუშაობა „სამგურალის“ გასაძლიერებლად. წყალტუბოს გუნდს 21 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელი რაიან ლუკა შეუერთდა, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს. ბრაზილიელ ახალწვეულსა და „სამგურალს“ შორის კონტრაქტი 2026 წლის ბოლომდე გაფორმდა. ტანმაღალი ცენტრფორვარდი (186 სმ.) რაიან ლუკა კორდეირო დე სოუზა ბოლოს ბრაზილიური „ფორტალეზას“ ფეხბურთელი იყო. თუმცა 2023 წლის ივლისამდე ბრაზილიური გრანდის, „ფლამენგოს“ რიგებში ირიცხებოდა და, ახალგაზრდულში თამაშთან ერთად, ძირითად გუნდშიც უწევდა ასპარეზობა.
რაიან ლუკა „ფლამენგოსთან“ ერთად გახდა ბრაზილიის სერია „ა“-ს ვიცე-ჩემპიონი (2021), ბრაზილიის თასის გამარჯვებული (2022), ბრაზილიის სუპერთასის ორგზის ვერცხლის პრიზიორი (2022, 2023), კარიოკას სერია A-ს (რიო დე ჟაინეროს ჩემპიონატი) გამარჯვებული (2021) და ორგზის ვერცხლის პრიზიორი (2022, 2023), 20 წლამდელ გუნდებს შორის ბრაზილიის თასის ვერცხლის პრიზიორი (2022) და კარიოკას (U20) ვიცე-ჩემპიონი.
მას ისეთი ცნობილი ფეხბურთელების მხარდამხარ უთამაშია და უვარჯიშია, როგორებიც არიან „ბენფიკისა“და ბრაზილიის ნაკრების ყოფილი გარემარბი არტურო ვიდალი და ბრაზილიის ნაკრების ყოფილი მცველი დავიდ ლუისი.