„სამგურალი“ დღეს ორ საკონტროლო მატჩს გამართავს
„სამგურალი“ დღეს ორ საკონტროლო მატჩს გამართავს

თურქული შეკრების მე–11 დღეს, მძიმე დატვირთვების შემდეგ, „სამგურალმა“ მსუბუქად ივარჯიშა, 13 თებერვალს კი წყალტუბოელებმა ორ საკონტროლო მატჩი დაგეგმეს.

გუნდის პრესსამსახურის ცნობით, „სამგურალი“ ჯერ მოსკოვის ,,ტორპედოს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა ბელეკში, სპორტკომპლექს „ფანატიკის“ მოედანზე გაიმართება. თურქულ შეკრებამდე მოსკოვურ გუნდში ოლეკსანდრ კაპლიენკო ჩაირიცხა, რომელიც 2019 წლის სეზონში საქართველოს ჩემპიონის, თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში თამაშობდა, გასული სეზონი კი რუსეთის პრემიერლიგის „ტამბოვში“ გაატარა.

მეორე საკონტროლო მატჩს უჩა სოსიაშვილის გუნდი 13 თებერვალს, საღამოს ჩაატარებს. „სამგურალის“ მეტოქე უკრაინის პირველი ლიგის „აგრობიზნესი“ იქნება.