„სამგურალი“ დასაჯეს და „თელავს“ უმაყურებლოდ უმასპინძლებს - წყალტუბოელები დისციპლინარების გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ #1TVSPORT
„სამგურალი“ დასაჯეს და „თელავს“ უმაყურებლოდ უმასპინძლებს - წყალტუბოელები დისციპლინარების გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ #1TVSPORT

მე-12 ტურის შეხვედრაში 7 მაისს „სამგურალი“ „თელავს“ უმასპინძლებს – მატჩი წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე გაიმართება. მაგრამ მატჩი უმაყურებლოდ გაიმართება.

ამის შესახებ „სამგურალის“ პრეს-სამსახური იუწყება, რომ გუნდი ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა დასაჯა.

„თელავს“ ცარიელი ტრიბუნებით ვუმასპინძლებთ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, წყალტუბოს „სამგურალი“ მომდევნო სამ საშინაო შეხვედრას გულშემატკივრების გარეშე გამართავს. სადისციპლინო კომიტეტმა მიიჩნია, რომ თბილისის „დინამოსთან“ მატჩში გულშემატკივარსა და მოწინააღმდეგე გუნდის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა,“ – წერია „სამგურალის“ განცხადებაში.

ამავე დროს, კლუბის განცხადებიდან ირკვევა, რომ ამ გადაწყვეტილებას არე ეთანხმება:

„აღნიშნულ ფაქტს საფეხბურთო კლუბი წყალტუბოს „სამგურალი“ კატეგორიულად უარყოფს და სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებს. თუმცა, ყოველივე ამას დრო დასჭირდება და შესაბამისად, შვიდ მაისს „სამგურალისა“ და „თელავის“ დაპირისპირება ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩატარდება“.