„სამეფო კლუბის“ სკაუტების დიდი შეცდომა - „რეალს“ ჰაალანდის შეძენა რვა მილიონ ევროდ შეეძლო
„სამეფო კლუბის“ სკაუტების დიდი შეცდომა - „რეალს“ ჰაალანდის შეძენა რვა მილიონ ევროდ შეეძლო

„დორტმუნდის“ 20 წლის ვარსკვლავი, თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი, ერლინგ ჰაალანდი, შესაძლოა, „რეალის“ ფეხბურთელი ყოფილიყო, – იუწყება „მარკა“.

გამოცემის ინფორმაციით, „რეალის“ სკაუტები ახალგაზრდა ტალანტს აკვირდებოდნენ, როცა ჰაალანდი „მოლდეში“ ირიცხებოდა (2017-19 წლები). იმ პერიოდში ჰაალანდის სატრანსფერო ფასი 8 მლიონი ევრო იყო, დღეს კი ნორვეგიელ თავდამსხმელის ღირებულება 110 მილიონია.

„მარკაში“ გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნულია, რომ „სამეფო კლუბის“ სატრანფერო ვექტორი მაშინ ჩრდილოეთ ევროპიდან სამხრეთ ამერიკისკენ გადაიხარა და „რეალმა“ ბრაზილიელი ფეხბურთელები შეიძინა.

სამაგიეროდ, მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდენენ ჯერ „ზალცბურგი“, რომელმაც ფენომენალური ფორვარდი იყიდა, შემდეგ კი „დორტმუნდი“ – გერმანელებმა ჰაალანდში უკვე 45 მილიონი ევრო გადაიხადეს. ზუსტად ერთი სეზონის შემდეგ კი დორტმუნდელების ნორვეგიელი თავდამსხმელის ღირებულებამ 100 მილიონ ევროს გადააჭარბა.

მიმდინარე სეზონში ჰაალანდს ბრწყინვალე სტატისტიკა აქვს – 25 მატჩში გატანილი 27 გოლი და შვიდი შედეგიანი გადაცემა.

ბოლო შეხვედრა „დორტმუნდმა“ „შალკეს“ წინააღმდეგ გამართა და მეტოქეს ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანა, ჰაალანდმა კი დუბლი შეასრულა.